ალექსანდრე გვასალია „ზასლავლის თასი 2026“-ის გამარჯვებულია
Sep 20
1 min read
ბელარუსში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე Zaslavl Cup 2026, საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 წლის სპორტსმენმა ალექსანდრე გვასალიამ Under 10 Boys სლალომის კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი Zaslavl Cup 2026 18–20 სექტემბერს, ბელარუსის ქალაქ ზასლავლში გაიმართა.
საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრების 10 წლის სპორტსმენმა ალექსანდრე გვასალიამ იასპარეზა. მან Under 10 Boys კატეგორიაში, სლალომის დისციპლინაში, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ალექსანდრეს ოფიციალური შედეგები (Slalom):
• 3.00/49/13.00
• 5.00/49/14.25
• 1.50/49/13.00
შედეგი: I ადგილი, Under 10 Boys Slalom





Comments