top of page

წყალსათხილამურო სპორტის ტურნირი ოქროს ტბაზე წარმატებით დასრულდა

Writer: Ana Zankaliani
Ana Zankaliani
Jul 26
1 min read

ფოთში, ოქროს ტბაზე 2026 წლის IWWF ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალითა და „სუხიშვილების“ შთამბეჭდავი კონცერტით დასრულდა.



ევროპის ჩემპიონები გახდნენ:


ქალები:

• სლალომი: სანდრა ბოტასი (ესპანეთი)

• ფიგურები: მარია პოპოვა (უკრაინა)

• ტრამპლინიდან ხტომა: ირინა ტურეცი (ბელარუსი)


კაცები:

• სლალომი: საშა დესკუნსი (საფრანგეთი)

• ფიგურები: აქსელ გარსია (საფრანგეთი)

• ტრამპლინიდან ხტომა: ლუკა რაუხენვალდი (ავსტრია)


სპორტსმენები მედლებით დააჯილდოვეს ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტმა პატრის მარტენმა, საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა რატი მელიამ, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დელეგატმა გიორგი ხახუბიამ, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და ჩემპიონატის მთავარმა მსაჯმა ელენა კუნერტმა.



ჩემპიონატის სპონსორმა „არდის დაზღვევამ“ და პარტნიორმა კომპანია „ტრანსპორტერმა“ საქართველოს ნაკრების წყალმოთხილამურეებს სპეციალური პრიზები გადასცეს.


დაჯილდოების ცერემონიას Poti Pro-ისა და 2026 წლის IWWF ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ გიორგაძე და Water Ski Broadcasting Company-ის კომენტატორი ტონი ლაითფუტი უძღვებოდნენ.


ჩემპიონატის საზეიმო დახურვა საქართველოს ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ შთამბეჭდავი კონცერტით აღინიშნა.



 
 
 

Comments


bottom of page